დუბაიში შესაძლოა გაჩნდეს არა მხოლოდ მსოფლიოში ყველაზე დიდი  აეროპორტი, არამედ vertiport-იც – ტაქსების აეროპორტი.

საამიროს ხელისუფლებამ პროექტს უკვე დაუჭირა მხარი. ახალი ტერმინალი განთავსდება დუბაის საერთაშორისო აეროპორტთან (DXB) და მეტროსთან. მისი ექსპლუატაცია 2026 წლისთვის იგეგმება.

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ასევე სურს მფრინავი ტაქსების სერვისის გაშვება 2026 წელს. საჰაერო ტაქსის ფასები დუბაიში ლიმუზინით მგზავრობის ტოლი ან ოდნავ მაღალი იქნება და მინიმუმ 30%-ით უფრო ძვირი ვიდრე ჩვეულებრივი ტაქსის ტარიფი.