ამერიკული ავიაკომპანია American Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც ოჰაიოდან არიზონას მიმართულებით მიფრინავდა, საგანგებო სიტუაციაში მოხვდა: აფრენიდან მალევე ძრავას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ სააგენტო AP წერს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძრავაში მოხვედრილი ჩიტი გახდა. ინციდენტის შემდეგ გადაწყდა თვითმფრინავის დაბრუნება აეროპორტში, სადაც მეხანძრეებმა ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

უწყების ცნობით, თვითმფრინავი ექსპლუატაციიდან ტექნიკური სამუშაოების დასრულებამდე მოიხსნა. მომხდართან დაკავშირებით ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია გამოძიებას ჩაატარებს.