ავიაკომპანია Emirates-ი ფრენების პოლიტიკის კორექტირებას ახდენს, რომლის ფარგლებშიც ავიარეისების ნაწილი გაუქმებული იქნება, ხოლო ნაწილი – გადადებული.
აღნიშნული კი გამოწვეულია იმით, რომ დუბაის საერთაშორისო აეროპორტის სამხრეთის მდებარე ასაფრენ/დასაფრენი ბილიკები რემონტის გამო იკეტება. სარეაბილიტაციო სამუშაოების 16 აპრილიდან დაიწყება და 30 მაისამდე გასტანს.
საჰაერო ჰაბში მხოლოდ ერთი ბილიკი იფუნქციონირებს და ამ ფონზე Emirates-ი დროებით 48 თვითმფრინავისა და ზოგიერთი რეისების ექსპლუატირებას შეაჩერებს. 45 დღის განმავლობაში ავიაკომპანიის რეისები 25%-ით შემცირდება.
ავიაკომპანია გაჩერებულ თუ გადატანილ რეისებს ჩვეულ რეჟიმში ივნისიდან განაახლებს და ამ პერიოდისთვის აფრიკის მიმართულებით სიხშირეების ზრდასაც გეგმავს.