უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA მოგზაურობის მოყვარულებს აზიის ქვეყნების შეღავათიან ფასად აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. კომპანიამ კონკრეტულ აქციაზე უკვე ღიად განაცხადა. ფასდაკლება ვრცელდება რეისებზე საქართველოდანაც.

მსურველებს აქციის ფარგლებში შეუძლიათ ბილეთების ტაილანდის, შრი-ლანკასა და ინდოეთის მიმართულებებზე. აქციის ფარგლებში ბილეთების შეძენა 3 თებერვლამდე უნდა მოხდეს, ხოლო ფრენები 18 თებერვლამდე დაიგეგმოს.

აქციის პირობების თანახმად, ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ ცალმხრივ ავიაბილეთზე.

იმავდროულად აქციის ფარგლებში გასაყიდი ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია, თბილისი-დელის მიმართულებით ავიაბილეთის ფასი 169 ევროდან იწყება, თბილისი-კოლომბოს მიმართულებით კი 249 ევროდან.