დუბაის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აეროპორტში COVID-19-თან ბრძოლაში კინოლოგები და ძაღლები ჩაერთვებიან. ძაღლების ამოცანაა კარგად და გულდასმით დაყნოსონ მგზავრებს და COVID-19-ით ინფიცირებულნი გამოავლინონ.

აღნიშნული მეთოდით COVID-19-ის გამოვლენის პროცესში ცდომილება მაქსიმუმ 8%-ს შეადგენს, ხოლო სიზუსტე 92%-ს.

ზოგადად ძაღლებში სუნის მგრძნობელობა მკვეთრია და ამიტომ მათ ხშირად იყენებენ ბომბების ან ნარკოტიკების მოსაძებნად.
COVID-19-ის გამოსავლენად ძაღლების გაწვრთნა საკმაოდ სერიოზული და შრომატევადი საქმეა. ამისათვის საჭიროა ლაბორატორია, სპეციალური აპარატურა და დაავადებული ადამიანის ოფლი და ასე შემდეგ. 

დუბაის აეროპორტი პირველი აეროპორტია, სადაც COVID-19-ის გამოსავლენად ძაღლები “იმუშავებენ”. ისინი “იმუშავებენ” დისტანციურად და ადამიანებთან კონტაქტში არ შევლენ. 
შეგახსენებთ, რომ დუბაი ტურისტებისათვის ივლისიდან გაიხსნა. დუბაიში ჩამსვლელ უცხოელ ტურის საზღვარზე მაქსიმუმ 96 საათით ადრე გაკეთებული COVID-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა ევალება.