კომპანია Dubai Airports-მა, რომელიც დუბაის საჰაერო კარიბჭეს ემსახურება, გადაწყვიტა აეროპორტი მთლიანად მზის ენერგიის მოხმარებაზე გადაიყვანოს და შესაბამისი სისტემებით აღჭურვოს.
აეროპორტის ორი ტერმინალის სახურავზე უკვე განთავსებულია 15 ათასი ბატარეა, რომლებიც მზის ენერგიას ელექტროენერგიას გარდაქმნიან. პროექტის ფარგლებში მზის ბატარეების საფუძველზე 7.5 მლრდ კილოვატი ენერგია იქნება გამომუშავებული, რაც აეროპორტის მენეჯმენტს საშუალებას მისცემს წელიწადში 1 მლნ დოლარი დაზოგოს და ნახშიროჟანგის გამოფრქვევა 3 ათასი ტონით შეამციროს.