ელექტრო თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია Eve Holding და აბუ დაბიში დაფუძნებული Falcon Aviation Services-ი ერთობლივი პროექტის ფარგლებში პირველი VTOL მფრინავი ტაქსის გაშვებას გეგმავენ. კომპანიებმა ხელი უკვე მოაწერეს ხელშეკრულებას 35 ცალი eVTOL თვითმფრინავის მიწოდებაზე. მინი-თვითმფრინავები ფრენებს დუბაიში, ხელოვნურ კუნძულ პალმ ჯუმეირაზე მდებარე სასტუმრო Atlantis-დან 2026 წელს დაიწყებენ.
„კონცეპტის გაშვება სრულად შეესაბამება Smart Dubai Vision-ს და დაეხმარება დუბაის, როგორც მდგრადი ურბანული საჰაერო ტრანსპორტის გლობალურ ლიდერად პოზიციონირებაში“, – განაცხადა Falcon-ის დირექტორმა რამანდიპ ობეროიმ. ანალიტიკოსები კი ამბობენ, რომ პროექტი რევოლუციური იქნება.
Eve Holding და Falcon ასევე ეძებენ პარტნიორებს სხვა ადგილობრივ ოპერატორებთან და ხელისუფლებასთან, რათა მხარი დაუჭირონ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ურბანული საჰაერო მოძრაობის ეკოსისტემის განვითარებას.