დუბაის მთავრობამ ნოვატორული პროექტის – Dubai Reef-ის დაწყების შესახებ განაცხადა – დუბაიში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ხელოვნური საზღვაო რიფის მშენებლობა ახალი სიტყვა იქნება გარემოს დაცვის მიმართულებით, ითამაშებს რა მნიშვნელოვან როლს ნახშირბადის ემისიების შემცირებასა და საზღვაო ბიომრავალფეროვნების გაზრდის თვალსაზრისით.
პროექტის ფარგლებში, დუბაის სანაპიროზე, 600 კვადრატულ კილომეტრზე სხვადასხვა ზომის ხელოვნური რიფის მოდულები განთავსდება. რიფის მოდულების საერთო მოცულობა 400 ათას კუბურ მეტრზე მეტი იქნება, ყოველწლიურად შვიდ მილიონ ტონაზე მეტი ნახშირბადის (CO2) სეკვესტრის მოსალოდნელი სიმძლავრით.
ნახშირბადის სეკვესტრირებასთან ერთად, პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დუბაის სანაპიროზე მარჯნის რიფების აღდგენაში, სანაპირო ზონების დაცვასა და საზღვაო ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში. სანაპირო რიფი გახდება საზღვაო მრავალფეროვნების შენარჩუნების კერა – გაიზრდება ზღვის ღრუბლების, ხამანწკების, კიბორჩხალების, ზღვის ვარსკვლავების, ზღვის ზღარბების და თევზის სხვადასხვა სახეობის ახალი პოპულაციები. გარდა ამისა, პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონში კლიმატის ცვლილების შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში.
Dubai Reef პროექტის დაანონსება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 28-ე კონფერენციას (COP28) დაემთხვა, რომელიც Expo City Dubai-ში 2023 წლის 30 ნოემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. პროექტი მდგრადი განვითარების მიზნებისადმი დუბაის ერთგულების დასტურია, რაც ისეთი გარემოსდაცვითი ინიციატივებით ვლინდება, როგორიცაა, მაგალითად, მოძრაობა „Dubai Can” – რომელიც ერთჯერადი პლასტიკური წყლის ბოთლების გამოყენების შემცირებას ისახავს მიზნად და კამპანიის ფარგლებში ამგვარი ბოთლების გამოყენება უკვე 15,5 მილიონზე მეტი 500 მლ ბოთლით შემცირდა.
Dubai Reef ახლახან დაანონსებული პროექტი Dubai Can Initiative-ის ნაწილია და საზღვაო გარემოს დაცვასთან ერთად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ნახშირბადის ემისიების შემცირებაში COP28-ის თემებისა და მიზნების შესაბამისად.
„დუბაი გარემოს დაცვას კრიტიკულ მნიშვნელობას ანიჭებს და მომავალი თაობებისთვის მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად ეკოლოგიას პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს. კლიმატის გლობალური ცვლილებით წარმოქმნილმა ღრმა გამოწვევები გავლენას ახდენენ ველური ბუნების სხვადასხვა სახეობებზე და დუბაი ამ ცვლილებების ნეგატიური ზემოქმედების შერბილებაში საკვანძო როლს შეასრულებს ისეთი ინიციატივებით, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი ბუნებრივი გარემოს მდგრადობას. მარჯნის რიფები საზღვაო სიცოცხლის დასაცავად მნიშვნელოვანი კომპონენტია და მას აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე გარემოსდაცვითი მნიშვნელობა. მოხარული ვართ, რომ ვხედავთ, რომ ეს პერსპექტიული პროექტი იწყება დუბაიში, რომელიც მარჯნის რიფების შენარჩუნებას ისახავს მიზნად და ამ მიმართულებით გლობალურ ძალისხმევას ხელს უწყობს” – განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის საამიროს მმართველმა, შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა.
პროექტი სრულად შეესაბამება COP28 მდგრადობის მიზნებსა და სტრატეგიას, რაც გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებში დუბაის, როგორც მსოფლიოში ლიდერის პოზიციას კიდევ უფრო აძლიერებს.
ამასთანავე, დუბაის რიფის ეს ამბიციური პროექტი დუბაის ეკონომიკური პროგრამის – D33 მნიშვნელოვანი კომპონენტია და დუბაის, როგორც მდგრადი განვითარების ლიდერი ქალაქის რეპუტაციას განამტკიცებს: პროექტს მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური გავლენა აქვს, ქმნის სამუშაო ადგილებს, ზრდის საზღვაო რეკრეაციული საქმიანობის მიმზიდველობას და უზრუნველყოფს საკვების მდგრად წყაროებს არაბეთის გაერთიანებული საემიროების სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიასთან შესაბამისობაში.
დუბაის რიფის პროექტს დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტი საამიროს მეთევზეობის მარეგულირებელ კომიტეტთან ერთად უხელმძღვანელებს, ქალაქის სავაჭრო პალატასთან, პორტების კორპორაციასთან, საბაჟო და თავისუფალ ზონებთან და დეველოპერულ კომპანია „ Nakheel.”-თან პარტნიორობით.
პროექტი 2024 წლის პირველი კვარტლის ბოლოს დაიწყება და ოთხი წლის განმავლობაში, ოთხ ეტაპად განხორციელდება.