სტარტაპმა Elroy Air-მა დრონი Chaparral-ი შექმნა, რომელსაც 500 კმ-ზე 230 კგ ტვირთის გადატანა შეუძლია. დრონის ტესტირება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება, ხოლო მისი ექსპლუატაციაში გაშვება 2020 წლისთვის.

როგორც ირკვევა Elroy Air-ი Chaparral-ის შექმნაზე, რომელსაც დიდი მოცულობის ტვირთების გადაზიდვა შეუძლია, 2 წლის განმავლობაში ქმნიდა. დრონი 6 პროპელერის საშუალებით გადაადგილდება, რომელიც ენერგიას სპეციალური ბატარეიდან იღებს, რომელიც დრონის „ცხვირშია“ მოთავსებული. ხოლო რაც შეეხება მეშვიდე ძრავს, ის გაზზე მუშაობს.