რუსული ავიაკომპანია Pobeda Airlines-ი რუსეთის ქალაქ ყაზანიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ავიაკომპანიამ ყაზანის აეროპორტიდან იმ მიმართულებების ნუსხა გამოაქვეყნა, საიდანაც ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში იფრენს. ჩამონათვალშია ბათუმი და თბილისი.

Pobeda Airlines-ი ყაზანი-თბილისის მარშრუტზე ამ დროისთვისაც ოპერირებს, ხოლო რაც შეეხება ყაზანი-ბათუმის მიმართულებას ეს ახალი მიმართულებაა. დღეისათვის Pobeda Airlines-ი ყაზანი-თბილისის მარშრუტზე კვირაში 2 სიხშირით ფრენს, ხოლო 2 აპრილიდან სიხშირეებს 3-მდე გაზრდის და ფრენებს ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განახორციელებს.

ავიაკომპანია ყაზანიდან ბათუმის მიმართულებით ოპერირებას 26 მაისიდან დაიწყება, რომელიც 26 ოქტომბრამდე გასტანს. ფრენები თავდაპირველად კვირაში 3 სიხშირით, ხოლო 26 ივნისიდან 4-მდე გაიზრდება და განრიგს კვირა დღის რეისები დაემატება

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო პერიოდს Pobeda Airlines-ი 50%-ით გზარდილი ავიაპარკით ხვდება. კომპანიის ინფორმაციით, ზაფხულამდე ავიაპარკს 30 ერთეული, ახალი, Boeing 737−800 დაემატება.