ბრიტანულმა კომპანია Hybrid Air Vehicles-მა ჰიბრიდული საფრენი აპარატის Airlander 10-ის სერიული ვერსია წარმოადგინა. 

Flightglobal-ის ინფორმაციით, ბრიტანელმა ინჟინრებმა 92 მეტრიანი დირიჟაბლის Airlander 10-ის შექმნაზე ინჟინრებმა მუშაობა 2000-იან წლებიდან დაიწყეს და მას შემდეგ იდეის სრულყოფაზე მუშაობა გრძელდებოდა. გეგმის თანახმად, 10 ტონიანი დატვირთვით, საფრენი აპარატი ჰაერში 5 დღის განმავლობაში შეძლებს ყოფნას. 

მწარმოებელი ვარაუდობს, რომ პირველ სერიულ Airlander 10-ს დამკვეთს 2024 წლის დასაწყისში გადასცემს.