იორდანიის პრინცესა სალმა ბინ აბდულა გახდა პირველი ქალი ქვეყანაში, რომელმაც თეორიული და პრაქტიკული სწავლება მიიღო იორდანიის შეიარაღებული ძალების მფრინავების მომზადების პროგრამაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს. 19 წლის პრინცესას ავიაციის სფეროში გარკვეული განათლება უკვე აქვს. მან, სამხედრო აკადემიაში, წარმატებით დაასრულა ავიატექნოლოგიების ექსპლუატაციის მოკლე კურსი, რისთვისაც ის დაჯილდოვდა კიდეც. 

პრინცესა სალმა პირველი ქალია, რომელმაც დიდი ბრიტანეთის Sandhurst-ის სამხედრო აკადემია დაამთავრა.