საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ტურისტული ქვეყანაა, მცხეთა კი ვიზიტორებისთვის ერთგვარი აღმოჩენა. საქართველოს უძველესი დედაქალაქი ვიზიტორების მაღალი ნაკადით გამოირჩევა. თავისი პოტენციალითა და მრავალფეროვნებით, ჩვენი ქალაქი, ქვეყნის განმეორებით მონახულების სურვილს თითქმის ყველა ჩვენთან ჩამოსულ სტუმარს უჩენს.

მცხეთის მუნიციპალიტეტში ჩამოსულ ტურისტებს, საქართველოს მასშტაბით, შეუძლიათ სოფელ ნატახტრის აეროდრომიდან, ოთხი მიმართულებით გადაადგილდნენ, რაშიც ტურისტული კომპანია “აკ-ეარ ჯორჯია” დაეხმარებათ. მცხეთის მუნიციპალოიტეტის სოფელი ნატახტრიდან ფრენები ხორციელდება – ბათუმის, ამბროლაურის, მესტიის და ქუთაისის მიმართულებით. ტურისტებს ასევე, შესაძლებლობა აქვთ ვერტმფრენების საშუალებით გადაუფრინონ და დაათვალიერონ მცხეთა და მიმდებარე ტერიტორიები.

ნატახტარში, აეროდრომის ტერიტორია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა მოადგილესთან გიორგი ბაჯაძესთან და “აკ-ეარ ჯორჯიას” დირექტორთან იგორ აფციაურთან ერთად მოინახულა.

“შიდა ფრენები ხელს უწყობს ტურისტებისთვის მომსახურების სფეროს გაუმჯობესებას და რაოდენობის ზრდას, რაც პირდაპირ მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ეფექტური პარტნიორობა კი ადგილობრივი კერძო სექტორის ხელშეწყობისა და განვითარების საწინდარია” – დიმიტრი ზურაბიშვილი.