Air Arabia 1 წლის განმავლობაში თავისი ფლოტის გაორმაგებას გეგმავს. ეს გაფართოება მიზნად ისახავს აბუ დაბის დასასვენებლად და ბიზნეს ტურიზმის ბაზრისა და მისი მზარდი საავიაციო საჭიროებების მხარდაჭერას.

Air Arabia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ადელ ალ ალიმ განაცხადა, რომ ტურიზმი არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.

„აბუ დაბი ტურისტული ადგილია და ჩვენი ფლოტი გააგრძელებს მიმდინარე აქტიური შემომავალი ტურიზმის მხარდაჭერას საამიროების გრძელვადიანი ხედვის შესაბამისად, გაზარდოს ვიზიტორების რაოდენობა რეგიონში და მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა Air Arabia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

2022 წელს აბუ დაბის რეკორდული, 15,9 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც თითქმის სამჯერ მეტია 2021 წელს ვიზიტორთა რაოდენობაზე.