დიღომში ახალ ბინებზე მოთხოვნა იზრდება,ეს უბანი დიდ ინტერესს იწვევს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებლებში, – ასეთია Colliers International Georgia-ს ბაზრის ანალიზის შედეგები.
როგორ კომპანიაში განმარტავენ, დიღომში, 2018 წლის პირველ კვარტალში, ახალი ბინების 1,191 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 180%-ით აღემატება 2017 წლის პირველი კვარტლის, ხოლო 398%-ით 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებლებს. რაც შეეხება ბინების ღირებულებას, დიდ დიღომში, ფასის 10%-იანი ზრდა ფიქსირდება, დიდუბესა და დიღმის მასივიში კი 6%.
Colliers International Georgia-ს საცხოვრებელი მიმართულების ხელმძღვანელი ეკა დანელიანის თქმით, დიღომში მდებარე ბინებიდან 9%-მდე წლიური ამონაგების დაგენერირებაა შესაძლებელი.