2018 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2 მილიონი შემოსვლა, რაც 12.7 პროცენტით მეტია 2017 წლის II კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. „საქსტატის“ მონაცემებით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 45.8 %, განხორციელდა 31-50 წლის ასაკის მქონე მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.7 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.8 პროცენტით არის გაზრდილი.