სტამბოლში დიდთოვლობის გამო შეფერხებით მუშაობს აეროპორტები. შაბათ-კვირის განმავლობაში ავიაკომპანიებს ათეულობით ავიარეისების გაუქმება მოუხდათ.
როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, დიდთოვლობამ კორექტირება შეიტანა სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენების განხორციელებაში.
უფრო კონკრეტულად კი დღეს ღამის განმავლობაში Turkish Airlines-ს 3 ფრენა უნდა შეესრულებინა, რომელიც შეასრულა თუმცა დღეს დღის ფრენა გააუქმა.
რაც შეეხება ავიაკომპანია Pegasus Airlines-ს, ავიაკომპანიას დღევანდელი დღის განმავლობაში სტამბოლსა და თბილისს შორის 3 ფრენა უნდა შეესრულებინა, საიდანაც 1 წუხელ ღამით შეასრულა, მეორეს დღეს შუადღეს შეასრულებს, ხოლო მესამე, რომელიც ასევე დღის რეისი იყო გააუქმა.