OLYMPUS DIGITAL CAMERA

დიდ ბრიტანეთში მგზავრმა easyJet-ის პილოტი შეცვალა, რომელიც თავის მხრივ სამსახურში არ გამოცხადდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, easyJet-ს, რომელსაც მანჩესტერიდან ესპანეთის ქალაქ ალიკანტეის მიმართულებით რეისი უნდა განეხორციელებინა, პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რადგანაც ერთ-ერთი პილოტი სამსახურში არ გამოცხადდა. მგზავრმა მაიკლ ბრედლიმ, რომელსაც პილოტის დამადასტურებელი შესაბამისი მოწმობა თან ჰქონდა, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ შესაძლოა რეისი არ განხორციელებულიყო, ავიაკომპანიას დახმარება შესთავაზა.

easyJet-ში აცხადებენ, რომ მგზავრს პილოტის მოვალეობის შესრულების ნებართვა მას შემდეგ დართეს, რაც მგზავრის შესახებ ყველაფერი შეისწავლეს და პილოტის ლიცენზიის შესახებაც დეტალური ინფორმაცია მოიძიეს.

easyJet-ში განმარტავენ, რომ აღნიშნული შემთხვევა იყო გამონაკლისი.

პილოტმა და ავიაკომპანიამ რეისი დროულად განახორციელეს. ფრენის დასრულების შემდეგ easyJet-მა პილოტს მადლობა გადაუხადა.