სტამბოლის ერთ-ერთ რესტორანში სტუმრებს რობოტი-მიმტანები ემსახურებიან. ვიდრე რესტორნის მეპატრონე რობოტებს “დაასაქმებდა” კვების ობიექტების მეპატრონეებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, თუ როგორ მოემსახურებოდა რობოტი სტუმრებს.

სტუმართა მეტი კომფორტისათვის რესტორანში მაგიდები აღჭურვილია სენსორული ეკრანებით, რომლითაც ხდება შეკვეთის გაკეთება. მომხმარებელი მენიუდან არჩევს კერძებს და ამის შემდეგ კერძების მომხმარებელთან მიტანას უკვე რობოტი  Rozzy  უზრუნველყოფს.

​სიახლემ მომხმარებელში დიდი დაინტერესება გამოიწვია, რამაც თავის მხრივ რესტორანს კლიენტურა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

რესტორნის მფლობელი ამბობს, რომ სპეციალური პროგრამის დაწერა, რომლითაც რობოტი მუშაობს ადგილობრივი პროგრამისტების მიერ მოხდა.

მეწარმის განმარტებით, ინოვაცია პირველ რიგში მომხმარებლის ინტერესს იწვევს, შემდეგ გაკვირვებას, საბოლოოდ მომსახურების მიღების შემდეგ კი სრულ კმაყოფილებას.