სატრანსპორტო პილოტთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFALPA) ინიციატივით, 26 აპრილს მფრინავთა მსოფლიო დღე აღნიშნება. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პილოტების წვლილი უმნიშვნელოვანესია ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მათი პროფესიონალიზმი და მაღალი კვალიფიკაცია განაპირობებს მგზავრთა დაცულობას, საიმედო და კომფორტულ გადაადგილებას საჰაერო ტრანსპორტით.

დღეისათვის, საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულია 208 პილოტი. მათ შორის:

ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტი (ATPL) – 117;

კომერციული პილოტი (CPL) – 79;

მოყვარული პილოტი (PPL) – 10;

თავისუფალი აეროსტატის პილოტი (BPL) – 2.