თურქული ავიაციის ფლაგმანი Turkish Airlines-ი დღე-ღამეში საშუალოდ 213 ათას მგზავრს ემსახურება და 3722 ტონა ტვირთი გადააქვს. როგორც Turkish Airlines-ის გენერალური დირექტორის ბილალ ეკშის განმარტებით, ყოველდღიურად Turkish Airlines-ის რეისებს ემსახურება 1739 პილოტი და 2974 ბორტგამცილებელი.
დღე-ღამეში Turkish Airlines-ის თვითმფრინავები საშუალოდ 2 მლნ 400 კმ-ს გადიან, ანუ დედამიწას 60 ჯერ გარშემოუვლიან.
24 საათში Turkish Airlines-ის თვითმფრინავებს 14.5 ათასი ტონა საწვავი სჭირდებათ.