Aeroflot-ის ჯგუფში შემავალმა, „ლოუკოსტერმა“ Pobeda Airlines-მა 20 ერთეული Boeing-737MAX8 დაუკვეთა. შეკვეთის ბიუჯეტი 1.5 მლრდ დოლარია.

როგორც ირკვევა, ავიაკომპანია 15-მდე ორძრავიანი Boeing-737МАХ8-ს ირლანდიური SMBC Aviation Capital-გან ქირაობს. იჯარის ვადა 10 წელია, ხოლო გარიგების ღირებულება 1.25 მლრდ დოლარი. თვითმფრინავების მოწოდება 2019 წლის ნოემბრიდან დაიწყება და 2021 წელს დასრულდება.

რაც შეეხება 5 ერთეულ Boeing-737МАХ8-ს, მას Pobeda Airlines-ი 9 წლიანი იჯარით ირლანდიურ-ამერიკული GE Capital Aviation Services-გან მიიღებს, რომელთა მიწოდებაც 2020 წლის ბოლომდე იგეგმება. აღნიშნული გარიგება 375 მლნ დოლარად ფასდება.