დოჰა IATA-ს წევრების 78-ე ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრას და საჰაერო ტრანსპორტის მსოფლიო სამიტს მასპინძლობს.
წლევანდელი შეხვედრა შანხაიში უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის და ჩინეთის ხელისუფლების მიერ სამგზავრო შეზღუდვების დაწესების გამო, სამოქალაქო ავიაციის მთავარმა ღონისძიებამ კატარში გადაინაცვლა.
Skytrax-ის მიხედვით, მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანიის Qatar Airways-ის სარეკლამო ვიდეოში სამიტის სტუმრებს ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი ეგებება.
შეგახსენებთ, რომ წელს კატარი უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს და ფეხბურთის მოყვარულთა მიზიდულობის მსოფლიო ცენტრი გახდება.