EUROCONTROL-ი COVID-ვაქცინების ტრანსპორტირების ხელშეწყობას ცდილობს. კერძოდ, ავიაგადამზიდავებისთვის სპეციალური კოდი შემუშავდა – “STS/ATFMX RMK/VACCINE”.
რეისებს, რომლებიც აღნიშნული კოდით ისარგებლებენ, სისტემა ავტომატურად „ამოიცნობს“ და მაქსიმალურ პრიორიტეტს მიანიჭებს. ეს მათი შეფერხების ალბათობას შეამცირებს.
EUROCONTROL-ის ცნობით, ცალკეული ვაქცინებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მიწოდების შეფერხების თავიდან აცილება. ახალი კოდის გამოყენება 28 იანვრიდან იქნება შესაძლებელი.