გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ მოკლე და საშუალო მაგისტრალურ რეისებზე ეკონომ-კლასში ფასიანი მენიუს ტარიფები გაასაჯაროვა. ახალი ფასები ძალაში 2021 წლის მარტის ბოლოდან შევა.

ავიაკომპანია აპირებს ბორტზე გაყიდოს სალათები, სენდვიჩები, როლები, კომპლექსური კერძები, ტკბილეულობა და “სნეიკები”. ფასების დიაპაზონი 2-დან 12 ევრომდე იქნება, ხოლო თავად მენიუ 3 თვეში ერთხელ მოხდება განახლდება.

რაც შეეხება ცხელ სასმელებს: ჩაისა და ყავას და ასევე წვენს, არსებული მენიუს მიხედვით მისი ფასი 3 ევროა.

Lufthansa ასევე აპირებს ბორტზე ალკოჰოლური სასმელების გაყიდვას, მაგრამ ჯერჯერობით მისი ფასი არ განუსაზღვრია.

როგორც ცნობილია, 2020 წლის ბოლოს ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ ეკონომ-კლასში უფასო მენიუ აღარ იქნებოდა ასევე Swiss-ის და Austrian Airlines-ის ბორტებზე. ავიაკომპანიამ დაანონსა ისიც, რომ 2021 წლის გაზაფხულიდან ბორტზე უფასო კვებას აუქმებდა, რასაც ფინანსების დაზოგვის მიზეზით ახსნა.

Lufthansa-ს დღევანდელი წესებით თუ ფრენის ხანგრძლივობა 65 წუთზე ნაკლებია ავიაკომპანია მგზავრებს ფუნთუშებს ურიგებს, თუ კი ფრენის ხანგრძლივობა 65 წუთიდან 3 საათამდეა, მაშინ მგზავრის უფასო მენიუ სენდვიჩით განისაზღვრება. 181 წუთიდან კი ავიაკომპანია მგზავრებს ცხელ კერძებსაც აწვდის.

რაც შეეხება უფასო სასმელს, მათი მიღება მგზავრს 50 წუთზე მეტი ხანგრძლივობის ფრენის შემთხვევაში შეუძლიათ.