კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთან ფიზიკური კონტაქტის მინიმიზებას ახდენს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, COVID-პანდემიის პირობებში Qatar Airways-ი ცდილობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურების პროცედურა გაამარტივოს.
“ყოველი ფრენის წინ ჩვენი თანამშრომლები ახდენენ თითოეულ რეისზე მგზავრების სიის სქრინინგს. ხდება მგზავრებთან დაკავშირება და დამატებითი ინფორმაციის გადამოწმება/გადაცემა, მათ შორის:
მგზავრის მოქალაქეობა პასოპორტის მიხედვით;
სამგზავრო დოკუმენტის ტიპი;
საბოლოო დანიშნულების ქალაქი (ბილეთების ცალ ცალკე გამოწერის შემთხვევაში);
მგზავრობის მიზეზი;
აუცილებელი სამგზავრო დოკუმენტაციები;
საბოლოო დანიშნულების შესაბამისი ქვეყნის მიერ დადგენილი COVID რეგულაციები;
ეს ყოველივე გვეხმარება შევამციროთ აეროპორტში გამოცხადებულ მგზავრთან ფიზიკური კონტაქტი ზემოთ მოცემული ინფორმაციის გასაცვლელად; ასევე ამცირებს მგზავრთა რეგისტრაციის პერიოდს, ბოლო წუთს მგზავრთა რეისიდან მოხსნის აუცილებლობას, ასევე მგზავრთა უკან გამობუნების INAD ალბათობას და ამარტივებს თითოეული მგზავრისთვის რეისზე დაშვების OKTB წინასწარვე გაცემის პროცედურას”, აცხადებენ Qatar Airways-ში.