საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) მსოფლიოს მასშტაბით საავიაციო რეგულატორებს მიმართა, რომ დაუყოვნებლივ შეაჩერონ წესები, რომლებიც ავიაკომპანიებისთვის აეროპორტებში სლოტების გამოყოფას არეგულირებს. აღნიშნულის მიზეზად კი IATA ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელებას ასახელებს, რამაც თავის მხრივ ავიაციის სექტორი რთულ ვითარებაში ჩააყენა.
ამჟამად, სლოტების განაწილების წესები ითვალისწინებს, იმას, რომ ავიაკომპანიებმა მათთვის გამოყოფილი სლოტების არანაკლებ 80% ნორმალურ პირობებში უნდა ამუშაონ.
პირობების შეუსრულებლობა კი ნიშნავს იმას, რომ ავიაკომპანიები მომდევნო “ექვივალენტურ “სეზონზე ამ უფლებებს კარგავენ.
თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, მარეგულირებლებს შეუძლიათ ამ მოთხოვნის შემსუბუქება, განმარტავენ IATA-ში.
რეგულატორების მხრიდან 80%-იან ჭერზე უარის თქმით კი ავიაკომპანიებს აეროპორტებში უფრო მოქნილი გრაფიკის შესაძლებლობა ექნებათ და “ცარიელი” რეისების განხორციელება აღარ მოუწევთ. თავის მხრივ კი წესები წესების შემსუბუქება 2020 წლის ოქტომბრამდე პერიოდს ეხება.