ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი მგზავრებს, აეროპორტებში სამედიცინო შემოწმებაზე აფრთხილებს

“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, Wizz Air-ის ქსელში შემავალ აეროპორტებში მგზავრები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. სქრინინგს მგზავრები დაექვემდებარებიან დანიშნულების აეროპორტში”, აღნიშნულია Wizz Air-ის განცხადებაში.