ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო, ავსტრალიისა და საქართველოს საელჩოს გადაფარვის ქვეყნების მთავრობების მიერ გამკაცრებულ იქნა სამოგზაურო და ქვეყანაში შესვლის რეგულაციები.

❗️საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ფიჯის რესპუბლიკაში, ვანუატუში, სოლომონის კუნძულებზე, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოში და, ზოგადად, წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში მოგზაურობამდე, ახლოს გაეცნონ შესაბამისი მთავრობების მიერ გაცემულ რეგულაციებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით გამკაცრებულ ზომებთან დაკავშირებით.

❗️ გთხოვთ, ასევე, გაითვალისწინოთ, რომ რეგულაციები ექვემდებარება ხშირ ცვლილებებს!

? ავსტრალია:
ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 1 თებერვლიდან, ქვეყანამ შეწყვიტა უცხოეთის იმ მოქალაქეების მიღება, რომლებიც ავსტრალიაში შესვლას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიიდან აპირებენ.
2020 წლის 1 მარტიდან, ავსტრალიამ შეწყვიტა უცხოეთის იმ მოქალაქეების მიღება, რომლებიც ავსტრალიაში შესვლას ირანის ისლამური რესპუბლიკიდან აპირებენ.
აღნიშნული რეგულაცია არ ვრცელდება მხოლოდ ავსტრალიის მოქალაქეებზე, მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებზე და ავსტრალიის მოქალაქის ოჯახის უშუალო წევრებზე (მეუღლე, მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირები).
2 მარტს, ავსტრალიის მთავრობამ გაამკაცრა სამოგზაურო რჩევები საკუთარი მოქალაქეებისთვის, კერძოდ: მთავრობა მოუწოდებს ავსტრალიის მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ სრულიად იტალიის მასშტაბით მოგზაურობისას და თავი შეიკავონ იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში, 10 ინფიცირებულ ქალაქში მოგზაურობისგან.

2 მარტის მონაცემებით, ავსტრალიის მასშტაბით ინფიცირებულთა სულ 29 შემთხვევა არის დაფიქსირებული, საიდანაც 15 სრულად გამოჯანმრთელდა. 10 შემთხვევა საკრუიზო გემის “Diamond Princess” მგზავრებს აღმოაჩნდათ, რომლებიც ამჟამად სტაბილურ მდგომარეობაში არიან და კარანტინში არიან მოქცეული. ვირუსის შედეგად, გარდაცვლილია 1 პირი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.health.gov.au/…/novel-coronavirus-2019-ncov-hea…
https://www.homeaffairs.gov.au/…/current-…/novel-coronavirus

? ახალი ზელანდია:
ახალი ზელანდიის მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნების ორი კატეგორია გამოყო:
პირველი კატეგორია – ჩინეთის ძირითადი ტერიტორია
ადამიანები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურეს ან ტრანზიტით იმყოფებოდნენ პირველი კატეგორიის ქვეყანაში ვალდებული არიან მოახდინონ საკუთარი თავის იზოლაცია 14 დღის განმავლობაში და დაუკავშირდნენ „ჯანდაცვის ხაზს“ მას შემდეგ, რაც დატოვებენ პირველი კატეგორიის ქვეყანას.
მეორე კატეგორია – ჰონ-კონგი, ირანი, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, სინგაპური და ტაილანდი.
ადამიანებმა, რომლებმაც იმოგზაურეს მეორე კატეგორიის ქვეყნებში ან მათი გავლით და განუვითარდათ გაციების, ხველის ან სუნთქვაზე შეზღუდვის სიმპტომები უნდა მიმართონ „ჯანდაცვის ხაზს“, რომელიც გამოყოფილია სპეციალურად კორონავირუსთან დაკავშირებით შემდეგ ნომერზე: +64 800 358 5453.
ახალი ზელანდიის მთავრობის 2020 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, უცხოეთის ის მოქალაქეები, რომლებიც ახალ ზელანდიაში ჩინეთიდან, ან ირანიდან მოემგზავრებიან, არ დაიშვებიან ქვეყნის ტერიტორიაზე. რეგულაცია არ ვრცელდება ახალი ზელანდიის მოქალაქეებზე და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებზე, თუმცა მათ მოეთხოვებათ 14 დღიანი თვითიზოლაცია.
2 მარტის გადაწყვეტილებითვე, ნებისმიერ პირი, რომელიც ახალ ზელანდიაში კორეის რესპუბლიკიდან (სამხრეთ კორეა), ან ჩრდილოეთ იტალიიდან ჩავა, მოეთხოვება 14 დღიანი თვითიზოლაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.health.govt.nz/…/novel-coronavirus-advice-trave…
https://www.health.govt.nz/…/dis…/novel-coronavirus-covid-19

? სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფო:
სამოას მთავრობის გადაწყვეტილებით:
1. ქვეყნის ტერიტორიაზე ჩასული ყოველი მგზავრი სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
2. სამოას საზღვრის გადაკვეთამდე, მგზავრები ვალდებული არიან შეავსონ შესაბამისი სამედიცინო დეკლარაციის ფორმა.
3. მგზავრები, რომლებიც ჩინეთიდან, იაპონიიდან, სინგაპურიდან, ტაილანდიდან, კორეის რესპუბლიკიდან, იტალიიდან ან ამ ქვეყნების გავლით მოემგზავრებიან, სამოას საზღვრის გადაკვეთამდე, ვალდებული არიან 14 დღიანი კარანტინი გაიარონ იმ ტრანზიტულ ქვეყანაში, სადაც არ არის დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევა. ხსენებული ქვეყნების მგზავრები, ასევე, ვალდებული არიან სამოაში გამგზავრებამდე 3 დღით ადრე გაიარონ შესაბამისი სამედიცინო შემოწმება.
4. აშშ-დან (კალიფორნია), საფრანგეთიდან, გერმანიიდან, კანადიდან, ირანიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, ვიეტნამიდან, ავსტრალიიდან, ტაივანიდან და მალაიზიიდან მომავალი მგზავრები, სამოაში შესვლამდე 3 დღით ადრე, ვალდებული არიან გაიარონ შესაბამისი სამედიცინო შემოწმება და ავიაკომპანიას წარუდგინონ ხსენებულ ქვეყნებში რეგისტრირებული ექიმის წერილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.health.gov.ws/

? სოლომონის კუნძულები:
სოლომონის კუნძულების ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის 26 თებერვალს განაახლა შეზღუდვების ნუსხა, რომელიც აქამდე მოქმედებდა.
1. სოლომონის კუნძულებზე ჩასული საერთაშორისო მგზავრები, რომლებიც ბოლო 14 დღის მანძილზე იმყოფებოდნენ „შეზღუდულ ქვეყნებში“ (ჩინეთში, კორეის რესპუბლიკაში, იაპონიაში, სინგაპურში, იტალიაში, ტაილანდში, ირანში, ტაივანში) არ დაიშვებიან სოლომონის კუნძულებზე.
2. საერთაშორისო მგზავრები, რომლებიც ბოლო 14 დღის მანძილზე იმყოფებოდნენ, კორონავირუსით „ინფიცირებულ ქვეყნებში“ (ავღანეთი, ავსტრალია, ბაჰრეინი, ბელგია, კამბოჯა, კანადა, ეგვიპტე, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ერაყი, ისრაელი, ქუვეითი, ლიბანი, მალაიზია, ნეპალი, ომანი, ფილიპინები, რუსეთი, შრი-ლანკა, ესპანეთი, შვედეთი, გაერთიანებული არაბეთის საემიროები, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ვიეტნამი) დაიშვებიან ქვეყანაში, მაგრამ გაივლიან დამატებით გამკაცრებულ შემოწმებას.
3. ქვეყნის ტერიტორიაზე ჩასულმა ყველა მოქალაქემ უნდა შეავსოს „მოგზაურის ჯანმრთელობის საჯარო დეკლარაციის ბარათი“-ს ახალი ფორმა, რომელიც ძალაშია 2020 წლის 28 იანვრიდან.
4. სოლომონის კუნძულებზე მოქმედი გემები და ავიახაზები ვალდებული არიან აცნობონ ხომალდზე არსებული დაავადებული მგზავრის/ების შესახებ.
5. გემებისათვის დროებით ერთადერთ მისადგომ პორტებად განისაზღვრა ჰონიარა და ნორო. გემებს, რომლებიც მოემართებიან „შეზღუდული და ინფიცირებული ქვეყნებიდან“ მხოლოდ 14 დღის შემდეგ მიეცემათ გადმოსხმის უფლება, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსით ინფიცირება არ დაფიქსირდება.
6. სოლომონის კუნძულების მთავრობას შეეზღუდა „შეზღუდულ და ინფიცირებულ ქვეყნებში“ მოგზაურობა. ასევე სოლომონის კუნძულების მოქალაქეებს ურჩევენ გადაუდებელი საჭიროების გარდა თავი შეიკავონ აღნიშნულ ქვეყნებში მოგზაურობიდან.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://ndmo.gov.sb/…/274-covid-19-solomon-islands-customs-d…

? ვანუატუს რესპუბლიკა:
1. ვანუატუს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყოველი მგზავრი, ვანუატუში შესვლამდე ვალდებულია შეავსოს შესაბამისი სამედიცინო დეკლარაციის ფორმა (Incoming Health Declaration Form).
2. ყოველი მგზავრი, რომელმაც ვანუატუში შესვლამდე 14 დღით ადრე იმოგზაურა (თუნდაც ტრანზიტით) ჩინეთში, ჰონგ-კონგში, ტაივანში და მაკაოში, არ დაიშვება ვანუატუს ტერიტორიაზე.
3. მგზავრებმა, რომლებმაც იმოგზაურეს ჩინეთში, ჰონგ-კონგში, ტაივანში და მაკაოში 2019 წლის 31 დეკემბრის შემდეგ და ვანუატუში შესვლამდე 14 დღე გაატარეს სხვა ქვეყანაში, ვალდებულნი არიან წარადგინონ რეგისტრირებული სამედიცინო ცნობა მათი ჯანმრთელობის შესახებ.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.facebook.com/mofaicet/?__tn__=kCH-R&eid=ARA4jsSrtmgNJi21wZo2Sk6leGC5Y3RrYyyoxFeUOy6rOchv6wETo1_En7pOkRrFgDFkBws261Zg7LHx&hc_ref=ARS_HbE3xY1UXzwIycF66GQRNAYNvtjvS6PjZEIywulCQdcaj5ThGSeZ7pB2H1RQ5lw&fref=nf
https://www.facebook.com/Health-Promotions-Vanuatu-1674266679566197

? ფიჯის რესპუბლიკა
2020 წლის 2 თებერვლიდან, ფიჯის მთავრობამ გაამკაცრა ქვეყანაში შესვლის პროცედურები. მთავრობის გადაწყვეტილებით, ფიჯის საზღვარი დაკეტილია უცხოეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ფიჯიში შესვლამდე 14 დღით ადრე იმყოფებოდნენ (თუნდაც ტრანზიტით) ჩინეთში.
ყოველი მგზავრი, ფიჯიში შესვლამდე ვალდებულია შეავსოს შესაბამისი სამედიცინო დეკლარაციის ფორმა. მგზავრები, ასევე, ფიჯის ტერიტორიაზე შესვლისას, გაივლიან სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას.

2020 წლის 28 თებერვლიდან, ფიჯის საზღვრები დაკეტილია ყველა იმ უცხოეთის მოქალაქისთვის, რომელიც ფიჯიში შესვლამდე 14 დღით ადრე იმყოფებოდა ჩინეთის ტერიტორიაზე, იტალიაში, ირანში და კორეის რესპუბლიკის ინფიცირებულ რეგიონებში.
ფიჯის საზღვრებზე, ყოველი მგზავრი გაივლის შესაბამის სამედიცინო შემოწმებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
http://www.health.gov.fj/

? ტონგის სამეფო
2020 წლის 3 თებერვლიდან ტონგის მთავრობამ გაამკაცრა ქვეყანის ტერიტორიაზე შესვლის პროცედურები. უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც მიემგზავრებიან ტონგაში ჩინეთიდან, ვალდებული არიან 14 დღიანი კარანტინი გაიარონ იმ მესამე ქვეყანაში, სადაც კორონავირუსი არ დაფიქსირებულა და წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო ცნობა. აღნიშნული არ ვრცელდება ტონგის მოქალაქეებსა და მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, ასევე საერთაშორისო მოგზაურებზე, რომლებიც ბოლო 14 დღის მანძილზე არ ყოფილან ჩინეთში. მგზავრები, ტონგაში შესვლამდე ვალდებულნი არიან შეავსონ შესაბამისი სამედიცინო დეკლარაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://www.smartraveller.gov.au/destinations/pacific/tonga