COVID-19 ვაქცინა ჯერ არ არსებობს, მაგრამ საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია (IATA) უკვე მუშაობს ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან, ჯანმრთელობის გლობალურ ორგანიზაციებთან და წამყვან ფირმებთან გლობალური ავიახაზების გეგმაზე.
“COVID-19 ვაქცინების უსაფრთხოდ მიწოდება საუკუნის მისიაა გლობალური საჰაერო ტვირთის ინდუსტრიისთვის, მაგრამ ეს არ მოხდება წინასწარი დაგეგმვის გარეშე. ამის დრო ახლა არის”, – თქვა IATA- ს აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე დე ჯუნიაკმა.
როგორც BBC წერს, რომ ვაქცინების გადაზიდვა გაცილებით რთულია. ყველა თვითმფრინავი არ არის შესაფერისი ამისთვის, რადგან მათ სჭირდებათ სპეციალური ტემპერატურა – 2-დან 8C-მდე, წამლების ტრანსპორტირებისთვის.
“ჩვენ კარგად ვიცით პროცედურები რა უნდა გავაკეთოთ და მათი გავრცელა მნიშვნელოვანია. ფრენები მსოფლიოს გარკვეულ ნაწილში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთ რაიონში, კრიტიკული იქნება, რადგან მათ ვაქცინის წარმოების შესაძლებლობები არ გააჩნიათ”, -აღნიშნა გლინ ჰიუზმა, ინდუსტრიული ორგანოს ტვირთის ხელმძღვანელმა.
წყარო: ბიზნესპარტნიორი