დიდი ბრიტანეთის სიდიდით მეორე და ყველაზე დატვირთული აეროპორტი, ლონდონის გეტვიკი (LGW), საჰაერო მოძრაობის მენეჯმენტის პერსონალის ნაკლებობის გამო, იძულებულია აფრენისა და დაფრენის ოპერაციების რაოდენობა შეზღუდოს.
აეროპორტში პასუხისმგებლობა საჰაერო მოძრაობის კონტროლიორების ნაკლებობაზე ეკისრება საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერს NATS-ს. ორგანიზაციამ განმარტა, რომ COVID-19-ის შემთხვევების ზრდის დონზე, ერთადერთი გამოსავალი ლონდონის აეროპორტში ფრენების რაოდენობის შეზღუდვა იყო. კერძოდ, 25 სექტემბერს NATS-ის თანამშრომელთა მესამედი სამსახურში სამედიცინო მიზეზების გამო ვერ გამოცხადდა.
აეროპორტში განმარტეს, რომ შესრულებული ფრენების რაოდენობაზე შეზღუდვების შემოღება უფრო ჰუმანური ღონისძიებაა, ვიდრე უკვე დაგეგმილი ფრენების გაუქმება. ეს საშუალებას აძლევს ავიაკომპანიებს გადახედონ თავიანთ განრიგებს და მგზავრებმა თავიდან აიცილონ აეროპორტში ტყუილად მისვლა.
შესაბამისად, ფრენების რაოდენობა შემოიფარგლება 800-მდე დღეში – ეს არის ფრენების მინიმალური დღიური რაოდენობა Gatwick-ის განრიგში. შეზღუდვების შედეგად, 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით 160-ზე მეტი რეისი გაუქმდა. მიღებული ზომებიდან ყველაზე დიდი ზიანი მიადგა ბრიტანულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია EasyJet-ს, რომელმაც 2022 წელს Gatwick-ით გატარებული 32,8 მილიონი მგზავრის თითქმის ნახევარი გადაიყვანა.