თურქეთი ფრენებს დამატებით ევროპულ 9 ქვეყანასთან აჩერებს. 14 მარტიდან თურქეთი ფრენებს გერმანიასთან, საფრანგეთთან, ესპანეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, ბელგიასთან, ავსტრიასთან, შვედეთთან, ნიდერლანდებთან და პირიქით, 17 აპრილამდე აჩერებს. 

ამის შესახებ ანტიკორონავირუსული ზომების დაცვის თვალსაზრისით, პარასკევს, ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრმა კაიტ ტურჰანმა განაცხადა.  

COVID-19-ით ინფიცირების რიცხვი თურქეთში 5-მდე გაიზარდა, რომელიც ყველა, პირველ შემთხვევასთანაა დაკავშირებული. 

თურქეთის ხელისუფლებამ იქამდე ფრენები ჩინეთთან, ირანთან, ერაყთან, იტალიასთან და სამხრეთ კორეასთან შეაჩერა. 

ახალი კორონავირუსი უკვე 110-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც დაინფიცირებულთა რიცხი დაახლოებით 140,000-ს აღწევს.