უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საზღვრების ჩაკეტვა, რომელიც თავის მხრივ COVID-19-ის პრევენციის მიზნით ხდება, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე არ აისახება. 

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვები არ შეეხება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებს. “საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები არ შეწყდება”, აცხადებენ სამინისტროში. 

იმავდროულად, საზღვრების ჩაკეტვა უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომელთაც სამშობლოში დაბრუნება სურთ, პრობლემებს ვერ შეუქმნის. თუმცა ის უკრაინელები, რომლებიც ქვეყანაში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ბრუნდებიან დაკვირვების ქვეშ მოექცევიან.

როგორც ცნობილია, 48 საათის განმავლობაში უცხო ქვეყნების მოქალაქეებისათვის, ორი კვირით, ანუ 15 მარტამდე უკრაინის საზღვრები ჩაიკეტება. 

იმავდროულად, მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, შეზღუდონ საზღვარგარეთ ვიზიტები.