პროექტ Safe Travel Barometer-ის ექსპერტებმა, რომლის განხორციელებაც 2020 წელს მოგზაურების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომების მონიტორინგის მიზნით დაიწყო, რეიტინგების სერია – Safe Travel Score-ს შედგენა დაიწყეს.
ანალიტიკოსები აფასებენ ტურისტების უსაფრთხოებას მოგზაურობის ყველა ეტაპზე: აეროპორტში, თვითმფრინავში, სასტუმროში ან მუზეუმში.
პირველი ასეთი რეიტინგი ავიაკომპანიებზე შეიქმნა, რომლებმაც თავიანთ საქმიანობაში უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები გაატარეს.
საჰაერო მიმოსვლის დროს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოება შეფასდა რამდენიმე სავალდებულო პუნქტით და ხუთპუნქტიანი შკალით: თვითმფრინავის სალონის დეზინფექციის სიხშირე, თერმოსქრინინგი, ეკიპაჟის მიერ პირბადის ტარება რეისის ყველა ეტაპზე და მოთხოვნა მგზავრების მიმართ, რომ მათ ჩასხდომის დაწყებამდე ჯანმრთელობის დეკლარაციის ფორმა შეავსონ.
როგორც ირკვევა, პანდემიის დროს ყველაზე უსაფრთხო მოგზაურობას ავიაკომპანიების Emirates-ი უზრუნველყოფს, რომელმაც მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა – 5 ქულიანი შკალით 4.4 ქულა.
უსაფრთხო ავიაკომპანიების TOP-3-ში მოხვდნენ ასევე Etihad-ი და Qatar Airways-ი.
რეიტინგშია ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-იც, რომელსაც 5 ქულიდან 3.3 ქულა ერგო.
მაშ ასე, Safe Travel-ის ბარომეტრის თანახმად, COVID-19 პანდემიის პირობებში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების TOP-10 ასე გამოიყურება:
Emirates (4.4 ქულა),
Etihad (4.3 ქულა),
Qatar Airways (4.2 ქულა),
Singapore Airlines ( 4.1 ქულა),
Vistara (4.1 ქულა),
Air France (4.1 ქულა),
Delta Air Lines (4.1 ქულა),
Air China (4.1 ქულა),
Lufthansa (4.1 ქულა),
Iberia (4.1 ქულა).
Safe Travel Barometer-ის ექსპერტებმა რეიტინგის შედგენისას სულ 200 ავიაკომპანიის მონაცემები დაამუშავეს.