COVID-19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ ავიაბილეთები შესაძლოა 1.5-ჯერ გაძვირდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Independent-ი საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) ხელმძღვანელი და აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდ დე ჟუნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ალექსანდ დე ჟუნიაკის განმარტებით, როდესაც საერთაშორისო ფრენები განახლდება, ხელისუფლებები ავიაკომპანიებისთვის და ტურისტებისთვის ახალი შემზღუდავი ზომებს დააწესებენ. მაგალითად, მგზავრების რაოდენობის შესამცირებლად, მათ შორის დისტანციის გაზრდას მოითხოვს. . უკიდურეს შემთხვევაში, ავიაკომპანიებს მოუწევთ თვითმფრინავებში ადგილების რაოდენობის განახევრება.
ალექსანდ დე ჟუნიაკის ამბობს, თუ კი ავიაკომპანიებს მგზავრთა რაოდენობის მესამედით შემცირება მოუწევთ, მაშინ ისინი ავიაბილეთის რაოდენობას მინიმუმ 50%-ით გააძვირებენ.