COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, airBaltic-ი რიგა-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას, 16 მარტიდან აჩერებს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, airBaltic-ი ფრენებს, იმ მიმართულებებზე სადაც აქამდე ასრულებდა, სრულად 17 მარტიდან 14 აპრილამდე წყვეტს. ავიაკომპანიამ ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ლატვიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.