ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტების განრიგს აქვეყნებს. როფორც ცნობილია COVID-19-ის პრევენციის მუზნით ბევრი მიმართულებით ფრენები შეწყდა.

“მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მზარდი დინამიკის გათვალისწინებით, ავიაკომპანიები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ რეგულარული რეისების ფრენის განრიგების ცვლილებას, მათ შორის არსებული სიხშირეების შემცირებას და/ან გაუქმებას. ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საჰაერო მიმოსვლის შემზღუდავ ზომებს იღებენ სახელმწიფოები და საავიაციო ხელისუფლებები”,- განმარტავენ სააგენტოში.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს ზამთრის სანავიგაციო სეზონის (სრულდება 28.03.20) მიმდინარე ფრენის განრიგების ყოველდღიურ განახლებას ჩვენს ვებ-გვერდზე.

✈ განრიგები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

? სამგზავრო საერთაშორისო რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php

? სამგზავრო საერთაშორისო რეისები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან http://www.gcaa.ge/geo/batumiout.php

? სამგზავრო საერთაშორისო რეისები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან http://www.gcaa.ge/geo/kutaisi.php

❗ ამასთან, ვინაიდან ვითარება კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე მსოფლიოში ყოველდღიურად იცვლება, მგზავრებს მოვუწოდებთ, ხშირად გადაამოწმონ ფრენასთან დაკავშირებული ინფორმაცია უშუალოდ გადამყვან ავიაკომპანიასთან და შესაბამისი აეროპორტის ვებ გვერდზე.