ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების გამო, Wizz Air-ის მსგავსად იტალია-საქართველოს შორის სიხშირეები შეამცირა Ryanair-მაც. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის შპს საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ  Ryanair-მა მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობა 50%-ით შეამცირა და ნაცვლად 4 სიხშირისა, კვირაში 2 სიხშირით იფრენს.

მილანსა და თბილისს შორის, რეისების სიხშირის შემცირება ეხება მხოლოდ 8 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდს.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებას, 8 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით პერიოდში ქუთაისიდან ბოლონიის მიმართულებით რეისები, დღეის მდგომარეობით, არ განხორციელდება.

როგორც ცნობილია, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო კომპანიები იმოქმედებენ ეპიდინსტრუაციის გათვალისწინებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცვლილება ქართული მხრიდან ხორციელდება მთავრობის განკარგულების საფუძველზე