საქართველო პირველი საერთაშორისო პროექტი იყო, სადაც 2005 წელს შევედით და ნამდვილად კარგი ნოუ ჰაუ შევქმენით – ასე აფასებს TAV Airports Holding-ის პრეზიდენტი სერქან კაპტანი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მართვაში TAV-ის შესვლას.
როგორც BMG-ს საავტორო გადაცემაში „საუბრები ავიაციაზე“ სერქან კაპტანმა განაცხადა, საქართველოს შედეგ იყო ლატვია, რიგის აეროპორტი და TAV Airports Holding-ის პორტფელში გაჩნდა ყოფილი საბჭოთა ქვეყანა, რომელიც ახლა ევროკავშირშია.
„2 წლის წინ ჩვენ შევედით ყაზახეთში, შევიძინეთ ალმატის აეროპორტი და აქტიურად ვმუშაობთ მის განვითარებაზე, რაშიც აქტიურად გვეხმარება ის ნოუ ჰაუ, რისი გენერირებაც საქართველოში შევძელით. ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ალმატის აეროპორტის ათვისების პროცესში და ბევრი მათგანი ყაზახეთში დღესაც განაგრძობს მუშაობას. ჩვენი ბიზნესის გაფართოების მთავარი მიმართულება ცენტრალური აზიაა, რადგან დღეისათვის აღმოსავლეთი ეკონომიკურად ყველა სწრაფად ვითარდება და სწორედ ამიტომ, ჩვენც ფოკუსირებას სწორედ ცენტრალური აზიის მიმართულებაზე ვახდენთ“, – განაცხადა სერქან კაპტანმა.