მადრიდსა და ლისაბონს შორის ჩქაროსნული მარშრუტის გაშვება 2034 წლისთვის იგეგმება.

პორტუგალია ავითარებს ახალ მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზს. მისი მშენებლობის დასრულება წელს იგეგმება. ხოლო პირველი მოგზაურობები მოსალოდნელია 2025 წელს. იგივე ხაზის გამოყენებას ესპანეთი გეგმავს.

ახალი მაღალსიჩქარიანი ხაზი დააკავშირებს ლისაბონსა და ბადახოზს დასავლეთ ესპანეთში. მგზავრობას ორ საათზე ნაკლები დასჭირდება – საათნახევრით ნაკლები ვიდრე ადრე. და ლისაბონიდან პორტომდე შეგიძლიათ ორჯერ სწრაფად მიხვიდეთ.

ესპანეთი იმედოვნებს, რომ ხაზი მადრიდსა და ლისაბონს ბადახოსის გავლით დააკავშირებს. მგზავრობის დრო კი 2027 წელს 6 საათი იქნება, ხოლო 2034 წლისთვის, როდესაც მთელი ხაზი ამოქმედდება, 3 საათი.

ესპანეთსა და პორტუგალიას შორის პირდაპირი სარკინიგზო კავშირი ჯერ კიდევ არ არის. ეს დაკავშირებულია ინფრასტრუქტურულ საკითხებთან, მაგალითად, აუცილებელია რკინიგზაზე ელექტრული ძაბვის სისტემასა და სასიგნალო სისტემაში არსებული შეუსაბამობის მოგვარება.

მადრიდი და ლისაბონი სარკინიგზო მაგისტრალით ერთმანეთს 2020 წლიდან აღარ უკავშირდებიან, როდესაც ესპანურმა კომპანია Renfe-მ პანდემიის გამო ღამის მატარებლის მომსახურება შეწყვიტა და არ განაახლა.