თურქეთის ეგეოსის სანაპიროებზე დამსვენებელთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც ნიშნავს იმას, საზღვაო დასვენების სეზონი  თურქეთში უკვე აქტიურად გაიხსნა. აქ არის რამდენიმე კურორტი, რომელიც გამორჩეულ ადგილებად ითვლება ქვეყანაში..

აივალიკი

აივალიკის კურორტი  იდეალური ადგილია ტურისტებისთვის, რადგან იგი გთავაზობთ უმშვენიერეს ბუნებას, საოცარ ღირსშესანიშნაობებსა და საინტერესო ადგილებს. ასევე აქ შეძლებთ დააგემოვნოთ ეგეოსის რეგიონის  უგემრიელესი კერძები, ღვინოები და სხვ.  აღსანიშნავია კუნდას ნახევარკუნძული, რომელიც  ხიდის მეშვეობით უკავშირდება აივალიკს.  აქ არის “Cunda Balık“-ის ცნობილი რესტორენი.  ეს რესტორანი განთქმულია ახალი ზღვის პროდუქტებით .

იზმირი,  ეგეოსის ზღვის მარგალიტად მიჩნეული ულამაზესი სანაპირო ქალაქია, რომელიც ყველაფერთან  ერთად საინტერესო უძველეს ადგილებსაც გვთავაზობს მოსანახულებლად.  აღსანიშნავია ჩეშმეს ნახევარკუნძული, რომელიც,  Lonely Planet-ის მიერ 2024 წლის ყველაზე პოპულარულ დასასვენებლ ადგილებს შორისაა. იგი ცნობილია თავისი თეთრი ქვიშიანი პლაჟებით.  ჩეშმეზე ნახავთ  ისტორიული ქარის წისქვილებს, ქვის სახლებს, უძველეს ისტორიულ ადგილებს. აქ საკმაოდ აქტიურია ღამის ცხოვრება.

ბოდრუმი

ბოდრუმი (თურქ. Bodrum) — თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია. ძალიან შთამბეჭდავია ხედი, რომელიც ქალაქში შესვლისას გადაიშლება! ქათქათა თეთრი შენობები, წითელი ყვავილები, გემები და იახტები, ზღვა, რომელიც მზის სხივების ფონზე პირდაპირი მნიშვნელობით ბრწყინავს და არის ულამაზესი. ეს ის პირველი სასიამოვნო შთაბეჭდილებაა, რომლითაც ბოდრუმს გაიცნობთ.

შემდგომ ცხადია  ესტუმროთ ბოდრუმის ნავსადგურსა და ციხესიმაგრეს, რომელიც ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობებად ითვლება.  ციხესიმაგრის ტერიტორიაზევე ფუნქციონირებს ბოდრუმის წყალქვეშა არქეოლოგიური მუზეუმი. ცნობისათვის, ნავსადგურიდან ტურისტებს საშუალება ეძლევათ, რომ ერთდღიანი ტურის ფარგლებში დაათვალიერონ (დაახლოებით 2 საათის გზა) საბერძნეთის კუნძული კოსი.

დატჩა

აღსანიშნავია კურორტი დატჩა, რომელიც ეგეოსის სანაპიროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია. მშვიდი ცისფერი დროშის მქონე პლაჟები, სუფტა ჰაერი, ქვაფენილიანი ქუჩები, ლურჯი ზღვა დ ამწვანე ბუნება – ესაა ის, რაც დატჩას კურორტს  ახასიათებს.

საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, თურქეთის ეგეოსის სანაპიროები საოცარ დასვენებას გთავაზობთ თავისი ბუნებითა და კულტურული ღირსშესანიშნაობებით., რომელტა უმეტესობაც სწორედ აქაა თავმოყრილი.