ჩინეთში, მზის ბატარეებზე მომუშავე დრონმა პირველი ფრენა წარმატებით განახორციელა. უპილოტო საფრენი საშუალება კომპანია OXAI Aircraft Co.Ltd-მ შექმნა. დრონს 15 მეტრის სიგრძის ფრთები გააჩნია და 8000 მეტრის სიმაღლეზე ფრენა შეუძლია. დრონს დღის განმავლობაში 12 საათიანი ფრენის უნარი აქვს, ხოლო ღამით მხოლოდ 8 საათის. OXAI Aircraft Co.Ltd-ში განმარტავენ, რომ დრონის უფრო დახვეწისა და მეტი მანძილის დაფარვის მიზნით იგეგმება 5G მიმწოდებლებთან თანამშრომლობა.