ჟურნალისტებს უკრაინის ყოფილი №1 ბორტი დაათვალიერებინეს. “ილ-62”-ით, საბორტო ნომერია UR-86528, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები ლეონიდ კრავჩუკი, ლეონიდ კუჩმა და ვიქტორ იუშენკო გადაადგილდებოდნენ.

თავის დროზე ლაინერმა ყოფილ სსსრკ-ში ფურორი მოახდგინა. ეს იყო პირველი რეაქტიული საჰაერო ხომალდი, რომელსაც შუალედური დაჯდომების გარეშე ტრანსკონტინენტური ფრენების განხორციელება შეეძლო.

საპრეზიდენტო თვითმფრინავში სავარძლები სპეციალური განლაგებით იყო დამონტაჟებული. დელეგაციის წევრებისთვის, სალონის შუაგულში სავარძლები ბიზნეს-კლასისი პრინციპით – 2+2 იყო განლაგებული. 

თვითმფრინავის სალონში განთავსებულია ასევე, სათათბირო ოთახი, რომელიც შემდგომ სასადილო ოთახად ტრანსფორმირდება. თვითმფრინავის ბორტზე განთავსებულია ასევე საძინებელი განყოფილება, ორი საწოლით და ასევე აბაზანა-ტუალეტით.

საჰაერო ხომალდი 1981 წელსაა გამოშვებული და რომელიც წლების განმავლობაში სამთავრობო მოქმედ ბორტებში ირიცხებოდა. დღეისათვის თვითმფრინავი ბორისპოლის აეროპორტის სამხედრო ნაწილშია პარკირებული. ჯერ კიდევ წლების წინ იგეგმებოდა, მისი საავიაციო მუზეუმისთვის გადაცემა. თუმცა გადაცემა არ მომხდარა. დღეის მდგომარეობით კი თვითმფრინავის მუზეუმისთვის გადაცემა მოხდება, მაშინ მისი დაშლა და სახმელეთო ტრანსპორტით გადაადგილება უნდა მოხდეს.

ამ მეთოდით, 2014 წელს ბორისპოლის აეროპორტიდან ჟულიანი საავიაციო მუზეუმში “ტუ-134” გადაიტანეს, რომელიც თავის დროზე პრეზიდენტებს ლეონიდ კრავჩუკს, ლეონიდ კუჩმას, ვიქტორ იუშენკოს და პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს ემსახურებოდა.