ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გაიღებს. 
ლუკა ბუხრაშვილი, ნინო ვაშალომიძე და ანი ტატიშვილი  პეკინიდან თბილისში, ხვალ, 8 თებერვალს Fly Dubai-ს რეისით პეკინის დროით 23 საათსა და 50 წუთზე გამოფრინდებიან. საქართველოში კი 9 თებერვალს, თბილისის დროით 15:50 საათზე იქნებიან. 

მანამდე კი “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაm“ (30 იანვარს) Turkish Airlines-ის ავიარეისით, თბილისის მიმართულებით 11 ადამიანის და Qatar Airways-ის ავიარეისით 1 ადამიანის საქართველოში დაბრუნება უზრუნველყო.

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 29 იანვარს ჩინეთთან დროებით, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა შეწყდა.

აღნიშნული ამბის ისტორია იხილეთ აქ: საქართველოს სამი მოქალაქე, რომელიც ჩინეთში იმყოფება, დახმარებას ითხოვს