კომპანია Shenzhen UFO Technology-მა iUFO წარმოადგინა – ნამდვილი მფრინავი თეფში, კაბინით. მოწყობილობის შექმნაზე კომპანიაში ზედიზედ 3 წელი მუშაობდნენ. ცოტა ხნის წინ, ქალაქ შენჟენში „უცხოპლანეტელების“ პრეზენტაცია გაიმართა. იმავე დღეს iUFO პირველად აფრინდა.
„თეფშს“ აქვს ექვსი პროპელერი, რომლებიც საშუალებას აძლევს განავითაროს 50 კმ/სთ-მდე სიჩქარე და აწიოს 200 მეტრ სიმაღლეზე. ბატარეა ფრენის დროს მუშაობს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.
Shenzhen UFO-მ უკვე მოიპოვა პატენტი თავისი გამოგონებისთვის. მოსალოდნელია, რომ მომავალში ის გაიყიდება როგორც პირადი მოძრავი მანქანა. iUFO-ს ფასი ჯერჯერობით უცნობია.