უკრაინამ და ევროკავშირმა განიხილეს ჰუმანიტარული ფრენებისთვის ლვოვის აეროპორტის გახსნის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე დაკეტილი რჩება, განაცხადა ლვოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ.

მისი თქმით, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე კუბრაკოვმა ლვოვის რეგიონში მოლაპარაკებები გამართა ევროკომისართან ტრანსპორტის საკითხებში ადინა ველიანთან. მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის მიერთების შესახებ ევროპულ სატრანსპორტო პროგრამაში “დაკავშირება ევროპის მექანიზმში”. გარდა ამისა, შეხვედრის დროს განიხილეს ჰუმანიტარული საჭიროებისთვის ლვოვის აეროპორტის გახსნის შესაძლებლობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კოზიცკიმ თავის Telegram არხით გაავრცელა.

ლვოვის ოლქის ხელმძღვანელმა აეროპორტის გახსნის წინადადება შავ ზღვაში უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის დერეფნის ფუნქციონირებას შეადარა. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ როგორც მარცვლეულის დერეფანი შეიძლება იყოს, ასევე შეიძლება იყოს ჰუმანიტარული დერეფანი, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის მიერ“, – თქვა კოზიცკიმ, რომლის გამოსვლის ფრაგმენტი Telegram-ის არხზე გამოქვეყნდა უკრაინული გამოცემის Klymenko-ს მიერ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის თებერვლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყნის საჰაერო სივრცე დაკეტილი რჩება.