ჩინეთი მზადაა ადგილობრივ ავიაკომპანიებს ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზარალის გადალახვაში ფინანსურად დაეხმაროს. როგორც Flightglobal-ი იუწყება, ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის (CAAC) მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებაში აღნიშნულია, იმ ფინანსური დახმარების მოდელზე, რომელიც შესაძლოა ადგილობრივ და უცხოურ ავიაკომპანიებს გაეწიოთ ჩინეთის მატერიკზე ფრენების შენარჩუნების, ან განახლების შემდეგ.
დაფინანსების სქემა, რომელსაც ჩინეთის მთავრობა განიხილავს, ორ ნაწილად იყოფა: პირველი – თითო სავარძელზე 1 კმ. მარშრუტზე დაფინანსება განისაზღვროს 0.0176 იუანით (0.0025 აშშ დოლარი). აღნიშნული ეხება იმ მიმართულებებს, სადაც რამდენიმე ავიაკომპანია ოპერირებს. მეორე – რაც შეეხება იმ მიმართულებებს, სადაც მხოლოდ ერთი ავიაკომპანია ოპერირებს დაფინანსების სქემა კმ-ზე 0.0528 იუანით (0.0076 აშშ დოლარი) (თითო ადგილზე) დაფინანსებას ითვალისწინებს.
პროექტის თანახმად, კომპენსაციის გაცემის პროცესი 30 ივნისამდე პერიოდში განხორციელებულ ფრენებზე განხორციელდება.