თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 257,547 შეადგინა, რაც 9,842-ით მეტია 2019 წლის თებერვლის მაჩვენებელზე (ზრდა +4%).

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, თებერვალში 466,409 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -0.7%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 386,859 შეადგინა, კლება -0.6%-ია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

2020 წლის თებერვლის დეტალური სტატისტიკური მონაცემები ასეთია:

ევროკავშირის ქვეყნები:

ესტონეთი  +161.5%, პოლონეთი +84.8%, იტალია +81.2%, საფრანგეთი +52.4%, გერმანია +38% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი +58.5%, ბელარუსი +52.3% ისრაელი  +39.5%, აშშ +29.1%, საუდის არაბეთი +17.7% და სხვა.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში აქტიური მარკეტინგული კამპანიები განახორციელა  შემდეგ მაღალგადახდისუნარიან ტურისტულ ბაზრებზე: აშშ, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ისრაელი, დასავლეთ ევროპა,  სკანდინავიის სახელმწიფოები, პოლონეთი და ა.შ.  

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინა თვეებში ჩატარებული სწორი მარკეტინგული აქტივობების შედეგად ტურისტული ნაკადების ზრდის პოზიტიური ტენდენცია მივიღეთ იმ ქვეყნებიდან,   სადაც აქტიურად მიმდინარეობდა მარკეტინგული კამპანიები, რომელიც მოიცავდა როგორც  სატელევიზიო, ონლაინ აქტივობებს, პრეს და გაცნობით ტურებს,  ასევე პრეზენტაციებსა და B2B შეხვედრებს.  მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე გატარებული  ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის შედეგად  თებერვლის თვის ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი +4 %-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტი საერთაშორისო  ვიზიტი:

აზერბაიჯანი (+12.8%), თურქეთი (+3.8%), სომხეთი (-18.2%) რუსეთი (-25%).

ტოპ-10 

თებერვალში ჩინეთიდან 951 ვიზიტი შედგა, კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -59.5 %.

იანვარი-თებერვლის პერიოდში ჩინეთიდან საქართველოში 4002 ვიზიტი შედგა, კლება -2.2%-ს შეადგენს.