თურქული თვითმფრინავი ჩინეთის ქალაქ უჰანიდან 49 მგზავრს ჩამოიყვანს, მათ შორის საქართველოს 7 მოქალაქეს. როგორც თურქული გამოცემა Anadolu იტყობინება, Airbus A-400M ტიპის თვითმფრინავი ანკარის Etimesgut Military Airport-იდან ამჟამად მიფრინავს ქალაქ უჰანში, სადაც კორონავირუსის ეპიცენტრია.
გავრცელებული ინფორმაციით თვითმფრინავი 49 მგზავრს ჩამოიყვანს. თვითმფრინავის ბორტზე იქნება ასევე 6 ექიმი.
სააგენტო იუწყება, რომ 49 მგზავრიდან, 34 თურქი, 7 ქართველი და 7 აზერბაიჯანელი მგზავრია.
ყველა მგზავრი თურქეთის საავადმყოფოებში იქნებიან განთავსებულნი, რამდენიმე დღიანი კარანტინისთვის.