ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში კომერციული ფრენების შეზღუდვის რეკომენდაცია შეარბილა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად EASA-ში ადასტურებენ. თუმცაღა გარკვეული რეკომენდაციები ისევ ძალაში რჩება, მაგალითად ისევ ძალაშია ირანის ცაზე მინიმუმ 25 ათასი ფუტის (7620 მეტრი) სიმაღლეზე ფრენის შეზღუდვის რეკომენდაცია. რაც შეეხება ერაყს, იქ ფრენა მხოლოდ ორი საჰაერო დერეფნის საშუალებითაა რეკომენდირებული. 

შეგახსენებთ, რომ EASA-მ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენების შეზღუდვის რეკომენდაცია ​8 იანვარს, ირანში FlyUIA-ს საჰაერო ხომალდის ავიაკატასტროფის შემდეგ გამოსცა. საჰაერო ხომალდი თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან ზუსტად 2 წუთში ჩამოვარდა და რომელიც საზენიტო რაკეტის დამიზნების შედეგად იყო ჩამოგდებული 2016 წელს იყო გამოშვებული. Boeing 737-800 NG-ი სარეგისტრაციო ნომრით UR-PSR ავიაგადამზიდავმა პირდაპირ მწარმოებლისგან მიიღო. ბორტს ბოლო სავალდებულო ტექნიკური მომსახურეობა, ავიაკატასტროფამდე 2 დღით ადრე, 2020 წლის 6 იანვარს ჩაუტარდა.

ავიაკატასტროფის დროს ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ყველა დაღუპულია. FlyUIA თეირანიდან კიევის მიმართულებით ასრულებდა რეისს.